მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-14
ლაფსუსი

რობერტ გრინმა თქვა, რომ აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში დაშვებული შეცდომა უკვე დაივიწყა. დიახ, დაავიწყდა... თქვენ კი, მკითხველო, რა დაგავიწყებდათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, ინგლისელთა და ამერიკელთა დაპირისპირების მე-40 წუთზე, როდესაც ფაბიო კაპელოს შეგირდები 1:0-ს იგებდნენ, ამერიკელმა კლინტ დემპსიმ კარისკენ არცთუ მოხერხებულად და ძლიერად დაარტყა, "ვესტ ჰემის" გოლკიპერი კი უხეშად შეცდა, ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და ანგარიშიც გათანაბრდა. მეორე ტაიმში ინგლისელებმა გამარჯვების გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.
და ამის მიუხედავად, 30 წლის კარის მცველმა რიხიანად განაცხადა, რომ ეს უიღბლობა მის თვითრწმენაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს. გრინმა თქვა, ალჟირთან და სლოვენიასთან სათამაშოდ მზად ვარო:
" რაც მოხდა, მოხდა. ახლა ამას აღარაფერი ეშველება. ასეთ შემთხვევებზე ყურადღების გამახვილება და დათრგუნვა სწორი არ არის. გოლის შემდეგ, მთელი 50 წუთის განმავლობაში თავს მხნედ ვგრძნობდი. აქ ყველაფერი სულის სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ადამიანმა ნებისმიერი ჩავარდნა მსუბუქად უნდა მიიღო, ზოგადად კი, ასეთია მეკარის ცხოვრება. ასეთ მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ თავი მაღლა დამიჭერია, არც პრესასთან შეხვედრას გავქცევივარ და კრიტიკის ნიაღვარი, რომელიც ასეთ შემთხვევებში მოდის, ვაჟკაცურად გადამიტანია. სამწუხაროა, რომ დემპსიმ ერთადერთხელ დამირტყა და ის ერთადერთი დარტყმა გავუშვი. ვალდებული ვიყავი, ბურთი დამეჭირა. ძალიან მძიმე იყო ამასთან შეგუება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. შეხვედრის დასრულებამდე კიდევ 50 წუთი რჩებოდა და მე ვალდებული ვიყავი, ამ 50 წუთის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ნაკრების კარი ღირსეულად დამეცვა. მე თავს ვძლიე და ეს გავაკეთე. ვიმეორებ, ამ ეპიზოდს ჩემი განადგურების საშუალებას არ მივცემ. ხალხს გაცილებით უარესი გადახდენია და გაუძლიათ" .
ინგლისელებს შემდეგი თამაში პარასკევს, კეიპტაუნში ალჟირთან აქვთ. ვინ დაიცავს გუნდის კარს ამ შეხვედრაში? ჯონ ტერიმ და სტივენ ჯერარდმა გრინს დაუჭირეს მხარი. კაპელომაც ასე თქვა:
"გრინის კარში დაყენება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბოლო თამაშები მან შესანიშნავად ჩაატარა. ამერიკელებთან შეხვედრაშიც ის სულ ერთხელ შეცდა. მეორე ტაიმში გრინმა იხსნა კიდეც ჩვენი გუნდის კარი მეორე გოლისგან. მეკარეობის პრობლემაც სწორედ ეს არის. მეკარის შეცდომას ვერავინ ეგუება, არადა, ის ისევე უნდა მივიღოთ, როგორც მსაჯის ან თავდამსხმელის შეცდომა".
გრინის ამერიკელმა კოლეგამ, " ევერტონის" კარის მცველმა ტიმ ჰოვარდმა ინგლისელთა მეკარის მდგომარეობა ასე შეაფასა: "ჩვენ ყველა ვცდებით. ახლა მთავარია რობერტმა საკუთარ თავს სძლიოს და სულიერად არ გატყდეს. რასაკვირველია, ძალიან მიხარია ანგარიში რომ გავათანაბრეთ, მაგრამ ეს ერთადერთი გრძნობა არ არის, მე რომ დამეუფლა. მე არასდროს მახარებს, როდესაც შავ დღეში ჩავარდნილ ადამიანს ვხედავ, თუნდაც ის მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი იყოს".
როგორც ინგლისის ნაკრების ბანაკიდან იტყობინებიან, ახლავე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ალჟირთან შეხვედრაში კაპელოს განკარგულებაში არ იქნება ლედლი კინგი, რომელსაც ძლიერ ასტკივდა საზარდული.
თუმცა დავუბრუნდეთ ინგლისელი მეკარეების თემას და მოვიტანოთ მათ მიერ სხვადასხვა შეჯიბრებაში დაშვებული ყველაზე უხეში შეცდომების სია, რომელიც გაზეთმა "სანმა" შესაძლოა გრინის დასამშვიდებლადაც კი გამოაქვეყნა:
1. პოლ რობინსონი (ევრო 2008-ის შესარჩევი, 2006 წლის ოქტომბერი, ხორვატია-ინგლისი 2:0). გარი ნევილის მიერ უმარტივესად მიგორებული ბურთი რობინსონის მიერ მოქნეული ფეხის ტერფზე გადაგორდა და კარში შევარდა.
2. დევიდ სიმენი (მსოფლიოს ჩემპიონატი, 2002 წლის ივნისი, ბრაზილია-ინგლისი 2:1). ინგლისელთა გოლკიპერმა რონალდინიოს შორიდან, ფლანგიდან დარტყმულ ბურთს თავს ზემოთ, კარში ჩაშვების საშუალება მისცა. ასე დასრულდა ინგლისელთა მოღვაწეობა 2002 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში.
3. დევიდ ჯეიმსი (მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი, 2004 წლის სექტემბერი, ავსტრია-ინგლისი 2:2). ჯეიმსი მაშინ "მანჩესტერ სიტის" კარს იცავდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მას ანდრეას ივანშიცის შორიდან დარტყმული სხეულს ქვეშ გაუძვრა და იმ შეხვედრაში ინგლისის ნაკრების ორგოლიანი უპირატესობაც უკვალოდ გაქრა.
4. სკოტ კარსონი (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, 2007 წლის ნოემბერი, ინგლისი-ხორვატია 2:3). ეს გახლდათ კარსონის დებიუტი ინგლისის ნაკრებში... დღეს უკვე " ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" კარის მცველმა ნიკო კრანჩარის შორიდან "ყოველ შემთხვევაში"დარტყმულის გაშვება მოახერხა.









ავტორი: ილია ბაბუნაშვილი


სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გამოკითხვა
თქვენთან ცხელა ?
ძალიან ცხელა
42%
"ისე რაა..."
31.3%
ცივა
12.2%
არ ვაქცევ ყურადღებას
14.5%
სულ: 131 ხმა
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია